თამარ ხიდაშელი: რამდენიმე უბნის ტერიტორიაზე, არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები

რესპუბლიკური პარტია რამდენიმე საარჩევნო უბანზე სამართალდამცველების ჭარბი რაოდენობის ყოფნის შესახებ საუბრობს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკურ პარტიაში გაკეთდა განცხადება.

პარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ დატოვონ ტერიტორია და უბანი, მას შემდეგ, რაც მოხდება კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრა.

რესპუბლიკური პარტიის წევრები ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„მინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად გამოცხადდით არჩევნებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ, რეალურად როგორი ტიპის ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს. 51-ე უბანზე დაძაბული ვითარებაა, ბევრი ხალხია შენობის გარეთ, რიგი დიდი დგას და როგორც ჩანს სიტუაცია დასარეგულირებელია და ვთხოვ საუბნო კომისიას, რომ იმოქმედონ უფრო ეფექტურად. რამდენიმე უბნის ტერიტორიაზე, არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მათ აუცილებად უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია,“ – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19, 81%-ს შეადგენს
შემდეგი სტატიაქარელის 23-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელიც შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა