თამარ კეკენაძე : არსებობს ეჭვი, რომ ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დავიწყეთ დეტალური ანალიზი იმისა, თუ რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე, რა შეცდომებია დაშვებული პარტიის მხრიდან რომ სწორად ავაგოთ ჩვენი სამომავლო გეგმები“, – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ კეკნაძემ. პარტიის ლიდერი განმარტავს თუ როგორია ,,თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმები არჩევნების შემდეგ, რას აპირებს პარტია განახლებული შემადგენლობით. მნიშვნელოვანია მიზნები, მოლაპარაკებები და მთავარი გზავნილები, რომელმაც პარტია უნდა მიიყვანოს შემდეგ არჩევნებამდე.
თამარ კეკენაძის განმარტებით მეორე დღესვე, როდესაც დადგა ის შედეგი, რომ პარტიამ ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა დაიწყო პარტიის მასშტაბური რეორგანიზაცია, რის შედეგადაც 5 თვიანი პერიოდის ფარგლებში მთლიანად უნდა განხორციელდეს პარტიული სტრუქტურების რეორგანიზაცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ირაკლი ალასანია რჩება პარტიის თავმჯდომარედ. გამგეობა არის ახალი არჩეული და ყრილობა ჩატარებულია 2016 წლის ივლისის თვეში, გამგეობის უმეტესი წევრები რჩებიან. პარტიული სტრუქტურა ადგილზეა და პარტია განახლებული ძალებით აგრძელებს მუშაობას.

არჩევნებში მიღებულ წარუმატებლობად თამარ კეკენაძე ცალკე არც სტრატეგიას და არც პარტიის სტრუქტურას მიიჩნევს. მისი განმარტებით ძალიან ბევრი კომპონენტია, რომლის გააზრებაც არის მნიშვნელოვანი და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული შეცდომის შედეგად მიღებული შედეგი. ,,ჩვენ გვჭირდება დრო და უკვე დავიწყეთ დეტალურად იმ შედეგების გაანლიზება, რაც დაგვიდა საარჩევნო უბებზე. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის უკვე გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. დაახლოებით 100 უბანია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ჰყავდა საკუთარი წამომადგენლები ჩვენ ვერ ავიღეთ ვერც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ერთის მხრივ საკუთარმა პარტიის წევრებმა არ მოგვცეს ხმა, ან არის მეორე ეჭვი, რაც უფრო საფუძვლიანია – რომ ეს ადამიანები ელემენტარულად გაიყიდნენ, ან გაურიგდნენ სახელისუფლებო ძალას, ეს იყო ფული, ეს იყო სხვა და სხვა კეთილდღეობების შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ. პარტიის ლიდერის განმარტებით გამოვიდა ისე, რომ მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ ხდებოდა ბიულეტენების გაბათილება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნაძალადევის რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ