თამარ იარაჯული: „ჩვენი საქართველო სად არის?“

14593214_1214787748544724_1186932487_nრატომ დააჯარიმეს ნაძალადევის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი

 თამარ იარაჯული ნაძალაადევის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატია. შეიძლება, ვინმემ თქვას, მერე რა მოხდა, უამრავი დამოუკიდებეი კანდიდატიაო, მაგრამ თამარი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი შვილი შეზღუდული შესძლებლობების მქონეა და, შესაბამისად, თამარ იარაჯული პარლამენტში მოსვლას იმიტომ აპირებს, რომ შშმ პირთა და, საერთოდ, ადამიანის უფლებებზე იზრუნოს! სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, თამარის ვაჟი ბაღში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ეს ამბავი მაშინ ძალიან გახმაურდა… „თაიმერის“ შეკითხვაზე, შშმ პირების თემას ვიღაცები ბიზნესისთვის ხომ არ იყენებენ, თამარი პასუხობს, რომ მხოლოდ შშმ კი არა, ძალიან ბევრ ასეთ თემაზე საქართველოში ვიღაცები ბიზნესსა და პიარს აწყობენ… „თაიმერი“ თამარ იარაჯულს ესაუბრა.

– თამარ, პოლიტიკაში ჩართვა და, შესაბამისად, ნაძალადევის მაჟორიტარობა რატომ გადაწყვიტეთ?

– დავიწყებ იმით, რომ ნაძალადევშიდავიბადე და გავიზარდე. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშის დედა ვარ და სამი წელია, მხოლოდ შეზღუდული შესაძლეწბლობის მქონე პირების უფლებებს კი არა, ასევე, სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც ვიცავ. უამარავ უსამართლობას ვაწყდები – ამ ფენის, პრაქტიკულად, ყველა წარმომადგენლის უფლება დარღვეულია.

მოკლედ, სამოქალაქო აქტივსიტი ვარ და ვინაიდან ბევრად მეტი ვიცი, ჩვენს მოქალაქეესბ რა უჭირს და რისი საჭიროებაა უფრო მნიშვნელოვანი, გადავწყვიტე, მათ დახმარება საკანონმდებლო ორგანოდან გავუწიო.

სამწუხაროა, როცა ორად გახლეჩილ შენს ქვეყანას უყურებ და მედიაც მხარედ გვევლინება,  ხალხი ყურადღების მიღმა რჩება. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღება, მგონი, დროული იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხედავ, რომ პარლამენტში არავის აინტერესებს და ვერც ხვდება, მოქალაქეებს საკუთარი ძალებით, რეალურად, რამხელა პრობლემების მოგვარება უწევთ. აი, ესაა მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა, არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო.  ჩვნი მოქალაქეების პრობლემები არავინ ისე კარგად არ იცის, როგორც მე – რიგითმა მოქალაქემ, რომელმაც წლებია, ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ.

– ისე, შშმ პირებზე თითქმის არც ერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება არასოდეს მომისმენია… ამას რითი ხსნით?

– ეს თემა პოლიტიკოსებისა და მათი პარტიებისთვის, ალბათ, ნაკლებად მომგებიანია, თუმცა ბოლო დროს ამ თემით მანიპულირება ბევრმა სცადა, თუმცა სახელმწიფო ამ ადამიანებს, მინიმუმს, ვერ უკეთებს.

–  ვერ დაგეთანხმებით, თამარ, რადგან ბოლო დროს ბევრი საჯარო დაწესებულების ადაპტირება მოხდა, ანუ ხელისუფლება შშმ პირებზე ზრუნავს…

გაკეთებით ნამდვილად გაკეთდა – ყინული დაიძრა, მაგრამ დამერწმუნეთ, ესეც ჩვენი თემის აქტიურობის დამსახურებაა. ჩვენმა მთავრობამ ხელი ისეთ საბუთს მოაწერა, ვალდებულია, ის პასუხისმგებლობა, რაც აიღო, შეასრულოს.

– რას გულისხობთ?

– რას და, – კონვენციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა უმნიშვნელო საკითხზეც კი აქციების მოწყობა გვიწევს. სერვისები არ გაგვაჩნია, განათლების სისტემა საშინელ დღეშია, ინკლუზიას  ვგულისხობ და საქმის კეთებას ამას უწოდებთ?

– აბა, ეს რა არის?

რა და, – ბიუჯეტიდან არასწორად დახარჯული ფული… კარგი იქნება, თუკი გდაწყვეტილების მიღებაში ჩვენი თემის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი… არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე! – აი, მაშინ იქნება საქმე სწორად გაკეთებული. ის, რაც კეთდება, მინიმუმია, თუმცა ქვეყნის პირველი პირები ამბობენ რომ  ეს თემა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვგრძობთ!

–    წინასაარჩევნო პერიოდში ორჯერ დაგაჯარიმეს. რატომ?

– ეს საკითხი ძალიან მაბრაზებს! საქმე ჯარიმაში კი არაა.

– აბა, რაშია?

– საქმე სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო სანქციებს ეხება! მოგეხსენებათ, დამოუკიდებელ კანდიდატს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ აქვს, სამაგიეროდ, არსებობს განსაკუთრებულად გამკაცრებული კონტროლი, ანუ როცა დამოუკიდებელ კანდიდატად დავრეგისტრირდი, რაც კი საბუთი მთხოვეს, ყველა მივიტანე. ვინაიდან არჩვენებში მონაწილეობას პირველად ვიღებ, არავის უთქვამს, რომ ქონებრივი დეკლარაცია უნდა შემევსო. ვიცოდი, რომ დეკლარაციას საჯარო მოხელეები ავსებენ, თუმცა ბევრისგან განსხვავებით, დასამალი მე არაფერი მაქვს – ჩემი დეკლარაციის წარდგენა ყველაზე ადვილი თუნდაც იმიტომაა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს დიაგნოზი დაუსვეს, იმხელა კრედიტების აღება მომიწია, რომ ამ დეკლარაციას სიხარულითაც მივიტანდი და ყველას ვანახებდი, ჩვენი მთავრობა, იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს გვერდში დაგვიდგეს, რეალურად, რას აკეთებს. სამაგიეროდ, სრულიად უპასუხისმგებლო პასუხი მივიღე – დიახ, არავის უთქვამს, რომ ეს დეკლარაცია უნდა შეგევსოთ, მაგრამ თქვენით უნდა მიხვედრილიყავითო. ასე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა სისტემა – მხოლოდ საჯარიმო სანქციები!

– სუს-ისგან ან სხვა ძალოვანებისგან ზეწოლას ხომ არ განიცდიდით?

– ზეწოლად მიმაჩნია, როცა დამოუკიდებელი კანდიდატი  ხარ, არანაირი კანონი არ გიცავს და არც ფინანსური დახმარება გაქვს. ამის გამო ორი სასამართლოს ჩატარება მომიწევსდა მუქარა, რომ თუ 1000 ლარს არ გადავიხდი, აღსრულება დაიწყება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აქით უნდა ზრუნავდეს ჩემნაირ  ადამიანებზე, ძალიან საინტერესო და სამარცხვინო აღსრულება იქნება – ხშირად მიწევს ქუჩაში ყოფნა და მათი საკეთებელი საქმის კეთება. მოკლედ, ველოდები, აღსრულება როდის დაიწყება და ჩემს შვილს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება და ყურადღება აკლია, კიდევ რას წაართმევენ და ამით რაც იმ სამარცხვინო ბიუჯეტში შევა, ღმერთმა შეარგოთ!

– თამარ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ შშმ პირების თემას ვიღაცების ბიზნესისთვის იყენებენ?

– საერთოდ, საქართველოში მხოლოდ შშმ კი არა, ბევრი ასეთი ფაქიზი თემით ხდება  ბიზნესი და პიარი! მაგალითად, ტაძრები, პატრიარქი, ბავშვებთან გადაღებული ფოტოსურათები, ბავშვებთან, რომელთაც 4 წელი სცივათ, შიათ, რომლებსაც მშვიდი გარემო ესაჭიროებათ, მაგრამ არ გააჩნიათ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ!

დეპუტატებობის კანდიდატებიდან ეს თემა მე ყველაზე  კარგად ვიცი და როცა სურათებს ვუყურებ, ბრაზი მიპყრობს და ერთი შეკითხვა მიჩნდება: ამ წლების განმავლობაში, რატომ არ მაქვს ის ჩანაწერები, როდესაც მიწევდა გამგეობებში მისვლა და თხოვნა, დაეხმარეთ ამ ადამიანებს, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია-მეთქი?

ამდენი ხანია ამისთვის ვიბრძვი და ახლა, არჩევნების წინ, ყველა გვეუბნევა, რომ ბავშვი მნიშველოვანია ყველასთვის. ეს ნორმალურია?

– თქვენ გარისკეთ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ პირველი ხართ, ვინც ამომრჩეველს პენსია-ხელფასის გაზრდას კი არ ჰპრიდებით, არამედ, სარჩევნო კამაპნია მთლიანად უფლების დაცვაზე ააგეთ. თქვენი სტრატეგია გაამართლებს, ან განა, ისინი, ვისაც შშმ პირი ახლობელი არ ჰყავთ, ხმას მოგცემენ?

– იმედი მაქვს, რომ გაამართლებს და რაც მთავარია, ხალხი მენდობა. ადამიანი უფლების დაცვაში ყველაფერი იგულისმება, არამარტო შშმ პირთა სოციალური მდგომარეობა. ჩემს ორგანიაზაციას წლების განმავლობაში მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ჰქონდა… ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითქმის ყველა ადამიანის ის საჭიროება ვიცი, რაც სასწრაფოდაა გასათვალისწინებელია. ჩვენ მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ მათხოვრობა. ყოველ დღიურად მათ კანონი უნდა იცავდეს! სამი შვილის დედა ვარ და, რა თქმა უნდა, მხოლოდ შშმ თემა არაა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველა ის საკითხი, რომელსაც ადამიანური ღირსება ჰქვია, რაც წაართვეს, ჩვენს მოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ!

– თუ არ ვცდები, თქვენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომზდდა „ოცნების“ კლიპის – „ჩემი საქართველო აქ არის“, ასე ვთქვათ, კონტრკლიპი, სადაც კითხულობთ. ჩვენი საქართველო სად არისო? ამ კლიპის იდეა ვისი იყო?

– „ოცნების“ კლიპის ნახვის შემდეგ, ბევრი მშობელი გაოცებული და გაბრაზებულია, რადგან ერთი შშმ პირიც არაა ნაჩვენები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ეს ადამიანები და მათი კეთილდღება ქვეყნის პრიორიტეტია. იდეა მთლიანად ჩვენი გუნდის იყო და ახლაც კიდევ ვკითხულობთ: ჩვენი საქართველო სად არის?

– თქვენს კამპანიას ვინ აფინანსებდა?

– რამდენადაც სასაცილოდ და საოცრად უნდა მოგეჩვენოდ, – არავინ.  რამდენიმე  კეთილმა ადამიანმა, თემიდან გამომდინარე, ქველმოქმედება გაგვიკეთა,  სიმართლე თუ გინდათ, დიდი ფული არცაა საჭირო!!!  მთავარი ნდობაა და არა – დაფინანსება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მინიმუმი დაფინანსება რომ გვქონოდა, იმ ადამიანებამდე მივახწევდით, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, არჩევნებში რომ ვმონაწილეობ.

– ხომ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ თქვენს უკან ფარულად რომელიმე პოლიტიკური ძალა დგას?

– ვინაიდან ეს ჩვენს  ქვეყანაში მოდურია,  არ გამიკვირდებვა, თუმცა შეუძლიათ, გადაამოწმონ! მხოლოდ პლაკატებს რომ შეხედოთ, მიხვდებით, ვინ დგას ვის უკან!

– გამარჯვების იმედი გაქვთ, თამარ?

– რაც ჩემს ამომრჩეველს ვხვდები, ამის შემდეგ მომეცა ძალიან დიდი იმედი. რა თქმა უნდა, თუ ისევ ვინმე არ ეცდება, რაიმე სახით გადაფაროს ჩემი ხმები, თუნდაც გააყალბოს, რასაც არ შევეგუები! მე უკვე გავიმარჯვე – ჩემი ხალხი სიხარულით მხვდება, როცა იგებს, რომ კენჭს დამოუკიდებელად ვიყრი!

– როგორია თქვენი საგარეო ხედვა?

– ვთვლი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გეზი უნდა აიღოს ევროპისკენ – ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სრულყოფილი და სწორი განვითარებისთვის!

 

 

 

banner
წინა სტატიაში„წალენჯიხაში საარჩევნოდ „პალაჟენიას“ პარტიზანები ალაგებენ“
შემდეგი სტატიაამროლაურის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა