თამარ ჩუგოშვილი: „მრეწველების“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „მრეწველების“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს“.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალსიტებთან საუბარში განაცხადა, პარლამენტში უმრავლესობა კიდევ დამატებით ფრაქციების შექმნას გეგმავს.

„უმრავლესობის ფარგლებში ჯერ-ჯერობით ორი ფრაქციაა შექმნილი პარტიული ნიშნით. ასევე დაგეგმილია დამატებით სხვა ფრაქციების შექმნა ასეთივე პოლიტიკური ნიშნით. ამაში კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვარანაირ სამართლებრივ შეუთავსებლობას ვერ ვხედავ. ოპონენტებმა თავად, სრულიად ფორმალური საფუძვლით ბლოკით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა იმ მიზეზების გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმაზე მეტი ადგილი მიეღოთ ვიდრე მათ ეკუთვნოდათ. „-აღნიშნავს ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ “ნორმანდიული ოთხეულის” მალე შეხვედრაზე განაცხადა
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად იმუშავებს