თამარ ჩუგოშვილი : მეორე ტურის რაოდენობა ოპოზიციური პარტიების მიმართ დაბალი მხარდაჭერით არის განპირობებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ჩუგოშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელშიც ვერავინ ჩაერევა.

“არ ვიცი, ეს რითია განპირობებული. ალბათ, ეს მათი სათქმელია. რაც შეეხება მეორე ტურების რაოდენობას, ეს ერთის მხრივ, ალბათ, ჩვენს მიმართ დიდი მხარდაჭერით არის განპირობებული, მეორეს მხრივ კი, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ. რა თქმა უნდა, ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის კარგია, მაგრამ ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია და იმედია, დროთა განმავლობაში, პარტიები შეძლებენ იმას, რომ საზოგადოების მხარდაჭერა უფრო მეტად მოაგროვონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

banner
წინა სტატიაში67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაგორში ახალგაზრდა მეოთხე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა