თამარ ჩუგოშვილი : ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება

“ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ე.წ. მშვდობის მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთის პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელი არ შეუშალონ და კონტრდემონსტრაციების გამართვაზე უარი თქვან. ჩუგოშვილის თქმით, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა პარტიები მასზე ხელის მოწერით იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მშვიდობაზე – „ტექსტი არის მშვიდობიანი და იმედი მაქვს ყველა პარტია შეუერთდება მას. ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ ე.წ. სამშვიდობო მემურანდუმის ტექსტს ავრცელებს
შემდეგი სტატიაე.წ. მშვიდობის მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა