თამარ ჩუგოშვილი: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ყოველთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, საქართველო დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინალურიც, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად, რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთნ”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს ავტორს სანადირო თოფი დაულუქა