თამარ ჩხეიძე: პრორუსული ბნელი ძალაც დარაზმულა და ურთიერთშეტაკების საფრთხე წარმოიშვა!

მე ზუსტად არ ვიცი მოხდა თუ არა პოლიციის მხრიდან იმ კლუბებში სპეცაქციისას რამე გადაჭარბება , ვერც იმას ვიტყვი დანამდვილებით შეიძლებოდა თუ არა ნარკომოვაჭრეთა სხვა მეთოდით დაპატიმრება კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არც უკანონობას, არც თავისუფლების და ღირსების შელახვას, არც ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს ეს ადამიანები ამ რაოდენობით და ამ დოზით არ აღუშფოთებია მაშინ, როდესაც სხვა, მართლაც სისხლიანი სპეცოპერაციის დროს 19 წლის ბავშვს საწოლ ოთახში შეუვარდნენ და სრულიად უმიზეზოდ მოკლეს საკუთარი მშობლების თვალწინ .არც პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოუთხოვიათ ამის გამო! როგორ დავიჯერო, რომ ადამიანის უფლებებთან და სხვა ფასეულობებთან გართობას და დროსტარებას( როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ის) უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე ადამიანისთვის ასე უკანონოდ და უცერემონიოდ წართმეულ სიცოცხლეს!რაღაც სერიოზული პროტესტი არც მაშინ გამიგია, როცა სამართალდამცველმა ორგანოებმა შუა ქალაქში , საცხოვრებელ კორპუსებში ომი გააჩაღეს. უფრო ადეკვატური არ იქნებოდა იგივე ადამიანები ასეთი შემართებით და მღელვარებით ჩვენი ქვეყნის მთავარ საკითხზე ოკუპაციზე და დამპყრობლის თარეშზე, არჩილ ტატუნაშვილის წამებით სიკვდილზე რომ რეაგირებდნენ? პრემიერის გადადგომის მოთხოვნით არც მაშინ გაუვსიათ ამ წრეებს ქუჩები, როცა ამავე პრემიერმა ეროვნული ინტერესების და ღირსების შემლახავი წერილი აახლა დამპყრობელს! დასავლეთ საქართველოს რომ ფიზიკურად გვინგრევს და ულამაზესი მთა- ბარი ნაომარ და გავერანებულ ტერიტორიად აქცია არაფორმალურმა თუ აწ უკვე ნახევრად ფორმალურმა მმართველმა ამდენი ხალხი ასეთი აღელვებთ ამას წინააღმდეგობას უწევს? P.S.ახლა,ფსევდოპატრიოტები,ფსევდომართლმადიდებლები, სინამდვილეში პრორუსული ბნელი ძალაც დარაზმულა და ურთიერთშეტაკების საფრთხე წარმოიშვა!-წერს თამარ ჩხეიზე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ხელი არ ახლოთ მომიტინგეებს!!!
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: კეთილი ინებეთ ხელისუფლებავ და ეს ფაშისტი ნაბიჭვრები მოაცილეთ აქციას!