თამარ ჩხეიძე: მოსახლეობის სულ უფრო და უფრო ფართო ფენები ყვება ნეობოლშევიკურ-ანტისაეკლესიო კამპანიას

ერთი რამ აშკარაა.ის რაც ხდება ეკლესიის და საპატრიარქოს გარშემო ერთიანი ანტიეკლესიური კამპანიის ნაწილია.ხელისუფლება და საერთოდ,
ანტიეკლესიური ძალები სარგებლობენ იმ მარტივი რეალობით, რომ ეკლესიაც ამ მიწიერი სამყაროს ნაწილია, თანაც კონკრეტულ შემთხვევაში არა მოწესრიგებული ქვეყნის, არამედ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პრობლემატურ მდგომარეობაში მყოფის და ცხადია, მისი მსახურები ანგელოზები ვერ იქნებიან, თუმც იქ ბუნებრივია ბევრია ღირსეული სასულიერო პირიც. კომუნისტების დროს ეკლესიაში სპეციალურად ანტიეკლესიური მიზნით აგზავნიდნენ შესაბამის კადრს. ეს პრაქტიკა შემდეგაც გაგრძელდა , მებრძოლი ათეიზმი და, და რაც მთავარია, რუსული ფაქტორი არ მომკვდარა, ახალი ფორმებით გააძლიერა შეტევა ეკლესიაზე.დაპირისპირებები ხელისუფლებამ გამოიყენა და მისი გაღვივება და დიდი სკანდალის პროვოცირება მოახდინა. ზოგადი არსი ესაა. კონკრეტულად მხოლოდ რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ; არ ვიცი მამალაძემ მართლა ილაპარაკა თუ არა ის ყველაფერი რაც გადმოსცეს (სამწუხაროა, თუ ყალბი ტექსტი არაა რატომღაც ადვოკატი სიყალბეზე არ აკეთებდა აქცენტს), მაგრამ ციანიდი აშკარად, ჩადებული ჩანს,.მეორე მამალაძე კი ხელისუფლებისგან და პრორუსულ-ფუნდამენტალისტური ძალებისგან მიგზავნილი აგენტ-პროვოკატორი., მთელი საქმე სპეციალურად პროვოცირებულ- დიდად აჟიტირებული ეკლესიის დისკრედიტაციის და მათთვის უკეთეს შემთხვევაში პატრიარქის მოშორების მიზნით დიდად.სამწუხაროა, რომ სინოდი ვერ იჩენს დამოუკიდებლობას, აცხადებს, რომ ენდობა გამოძიებას და ასევე სანქციას იღებს მეუფე პეტრეს წინააღმდეგ.არც ეს იყო კარგი.სხვა საქმეა რომ გაეფრთხილებიათ, რომ მისი გამოსვლებიც ნებით თუ უნებლიედ ანტიეკლესიური კამპანიის და დაპირისპირების გაღვივების ნაწილად იქცა.
რაც ყველაზე სამწუხაროა, მოსახლეობის სულ უფრო და უფრო ფართო ფენები ყვება ნეობოლშევიკურ-ანტისაეკლესიო კამპანიას.
ამ დროს შუშის სასახლის მკვიდრს რუსეთის დავალების შესასრულებლად და ჩვენი მიწების გადაფორმების საქმეში სხვა პატრიარქი ჭირდება!-აცხადებს  „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი განხილეს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შრომისმოყვარეობის სიმბოლოდ აღიარეს