თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება.
ინფორმაცია ამის შესახებ “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბერუჩაშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია და ყველა შესაბამის პროცედურას გაივლის.
ამჟამად, დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რევაზ გაჩეჩილაძე დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა სად, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

banner
წინა სტატიაშითანამედროვე ქართველმა მწერლებმა სამხედროებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს
შემდეგი სტატიარამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ