ავღანეთში, ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის წევრების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ავღანური უსაფრთხოების 22 თანამშრომელი ემსხვერპლა.
ავღანური მედიის ინფორმაციით, თალიბებმა ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე ურუზგანის პროვინციის ჩორას რაიონში მდებარე ბაზაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 18 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე და 4 პოლიციელი. გავცელებულია ინფორმაციით თალიბებმაც განიცადეს ცოცხალი ძალის დანაკარგი.