საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს.
“ცვლილებები ხალხის საჭიროებებისთვის მეტ რესურსს ტოვებს, ევროპულ კურსს, ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს. პრინციპულად სწორი და გაბედული გადაწყვეტილებაა. პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პრემიერმა მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები წარადგინა.