თალაკვაძე: ნარკოპოლიტიკის მოდელი შესაცვლელია

მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას, ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეს მოდელი დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო, პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიასამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა