თაკო ჩარკვიანი: საზოგადოებამ ამ მავნებლობას ღირსეული პასუხი უნდა გასცეს!

თაკო ჩარკვიანი:

„SOS!“ – ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ცალკეული პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს „უბლოკო სტატუსი“ ექნება.
„ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, საქართველო 100 წლით უკან დაბრუნდეს თუ არა. საზოგადოების მთელი ყურადღება ამ დღეებში გადატანილი იყო ბედუკაძე-„ცენტრისტებზე“, რომლებიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ ამ მავნებლობას ღირსეული პასუხი გასცა. ახლა კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზადდება არანაკლები მზაკვრული ვერაგობა უბლოკო სტატუსით, თუნდაც მასზე მსჯელობით,“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ამასთან, სქართველოს თავდაცვის განვითარებასა და ძლიერ ქვეყნებთან მოკავშრეობაზე საუბრისას პუბლიცისტს ისრაელის მაგალითი მოჰყავს და წერს:
„იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ, ყოველ წამს მიმდინარეობდეს ზრუნვა საქართველოს თავდაცვის განვითარებასა და მოკავშირეობაზე ძლიერ ქვეყნებთან ისე, როგორც, მაგალითად, ისრაელმა გაიარა ეს გზა ჭკვიანურად, ჩვენდა სამარცხვინოდ, ძველი კორუფციონერები, რომლებსაც მოენატრათ რუსული კორუფციული სივრცე და ამ ქვეყნის და ხალხის ხარჯზე ფულის კეთება, მსჯელობენ ბურჯანაძე-მეჭიაურ-ბედუკაძე-პუტინის უბლოკო სტატუსზე. ყველა, რა თქმა უნდა, არა მაგრამ მათ ამ პარლამენტში ჰყავთ მომხრეები. საქართველო, SOS!“

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3174 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს