თაკო ჩარკვიანი „გე-რე-უს“ მუშაკებს მიმართავს

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დაჭრილ ვერსიის გავრცელებას ეხმაურება და „ფეისბქუში“ წერს:

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ერთ-ერთი გამოსვლიდან ამონარიდი,სასაცილოდ შეკვეცილი და დამახინჯებული,სადაც ვამბობ: „შალიკიანები და გირგვლიანები და ა.შ. უბედურებებ.“ ყოფილი ხელისუფლების სისასტიკე-სიბინძურეებზე ათასჯერ მაინც მისაუბრია და ყველაფერი ეს სწორედ „რუსთავი 2“-ის ახალი მეპატრონის, ხალვაშის დროს შუქდებოდა უბინძურესად, ეს მაშინ, როცა ჩვენ, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიდექით სანდრო გირგვლიანის გამო ქუჩაში და ათას სიბინძურეს და თავდასხმას იტანდა ჩემი ოჯახი ჩემი ოპოზიციაში ყოფნის გამო.

თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიყავით მაშინ უნივერსიტეტის ბაღში და რა ცუდია, რომ ამაზე საუბარი მიხდება! აღარ გახსოვს, რუსთავი 2“ რომ გლანძღავდათ შენ და შენს ოჯახსო? დიახ, ბატონო, როგორ არ მახსოვს – ტალახის წვიმა მოდიოდა, როცა ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ მკვლელობებს ვაპროტესტებდი,ახლაც ტალახი მოდის თითქმის ,თითქმის მაშინდელივით ცილისწამება და ტალახი (კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, კარგია, თქვენ თუ გახსოვთ, გამიხარდება)!

მახსოვს ის დავდასხმები, სისასტიკეები და სწორედ ამიტომ არ მინდა, ყველა სიბინძურე გაიმეოროთ! ყოფილი ხელისუფლების – ხალვაშის ტელევიზიით სწორედ მის დროს შუქდებოდა სამარცხვინოდ ყველა მომხდარი უბედურება და ტრაგედია (შალიკიანები გირგვლიანები და ა.შ.) რაც შეეხება ჩემი გამოსვლიდან „გე-რე-უს“ მუშაკების – „კლავიატურის ვირთხების“ მიერ „სამარცხვინოდ“ შეკვეცილ და დამახინჯებულ ამონარიდს, რა შემიძლია გითხრათ, ეს თქვენი სამარცხვინო, სასაცილო საქციელი ხომ ძალიან ძველია, თქვენნაირ პატარ-პატარა „შნიკების“ კი არა, ჩემმა ოჯახმა კომუნისტების დროს გაუძლო დარტყმებს, როცა მამა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი იყო და ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთელს თავდებში ჩაუდგა,როცა გამსახურდიას გარიცხვას მწერალთა კავშირიდან ხელი არ მოაწერა 1977 წელს. აი, დარტყმები მაშინ უნდა გენახათ. ასე რომ, იმ ფოლადისგან ვარ, იოლად რომ არ დნება!

ერთია მხოლოდ: დღეს დედის დღეა და ჩემს მიმართ თუ არ გეუხერხულებათ ცილისწამება, ირინა ენუქიძეს მაინც ეცით პატივი და მის ოჯახს, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი ვედექით გვერდით იმ გაჭირვების ჟამს – თუ პრესის ფურცლებიდან თუ ფიზიკურად.

აბა, ჰე, ლენინის გზით, „ნაბიჯი წინ ,ორი ნაბიჯი უკან!“

იმ ადამიანებს კი, ვინც ასე გულმავიწყია და ასე უცებ შეუძლია ყველანაირი ამონარიდი სამარცხვინოდ შეკვეცილი ასე იოლად დაიჯეროს, უბრალოდ, ვთხოვდი, რომ შეიკაონ თავი და ნუ გახდებიან ბრმა იარაღი სპეცმუშაკების ხელში!

ახლა ქვეყანას ცუდი დრო აქვს, საბრძოლო ვითარებაშია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან! მას კვლავ დიდი რაოდენობა ჰყავს „სპეცთანამშრომლებისა“, ხომ ხედავთ, ეკლესიას მიადგნენ და მოხუც პატრიარქს აწუხებენ (მე რა მოსატანი ვარ, ღმერთო ჩემო!). ეს ჩემი რჩევაა, თორემ არჩევანი თქვენია, მე მაინც არ მეწყინება, ადრე უფრო განვიცდიდი, ბავშვობაში, ახლა – აღარ, რადგან მიზანი ერთია, რომელსაც უეჭველად მოვესწრები და ეს იქნება ქვეყანა, სადაც აღარ მოკლავენ გირგვლიანებს ,რობაქიძეებს! არ დასწამებენ ცილს ადამიანებს და ქართული „ოცნება“ არ დაემსგავსება „ნაცმოძრაობას“ და არ გაიმეორებს ყველა მის მიერ ჩადენილ მაშინდელ სიბინძურეს!

ამ მიზნისთვის ცილისწამებასაც აიტანს კაცი!“   

„თაიმერი“ აქვე გთავაზობთ ამონარიდს თაკო ჩარკვიანის 2006 წლის 12 ივლის „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული წერილიდან: „მიხეილს სააკაშვილს ბატონო პრეზიდენტო, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ. კარგი იქნება თუ თქვენ ნაბიჯებს დემოკრატიულად, კანონიერად, უსისხლოდ განახორციელებთ, თუ არადა ბოლო-ბოლო, როცა იქნება, ხომ წახვალთ, ცას ხომ არ გამოეკერებით? ისე, თქვენ პრეზიდენტი მაინც ხართ და ამ “სიკვდილის ბრიგადას”(მერაბიშვილ ახალაიას) ნეტა რისი იმედი აქვს? არ ვიცი – ან ამ ქვეყნის გადაშენებას ფიქრობენ, ან ადგილი იციან სადაც გაიქცევიან და მხოლოდ თვითონ იცხოვრებენ იქ, ერთად, მარტო, აბა რა ვიცი? სხვა რისი იმედი უნდა ჰქონდეთ. ერთი კია, ერთის მეშინია ძალიან , უტვინოები ჩანან, და ეტყობა, წინ არ იხედებიან, აი , ამიტომაც უტვინო გუნდი ძალზე საშიშია ქვეყნისთვის, ისე, იმ დღეს ვფიქრობდი, ქვეყნის წარმოჩინება რომ მოგინდეთ ბატონო პრეზიდენტო (გუნდის თვალსაზრისით), ასე დაიწყებთ, არა? კირკიტაძე, ახალაია, მერაბიშვილი, თუ? მერაბიშვილი, ახალაია, კირკიტაძე, ბრეგვაძე, თარგამაძე და დიმპიტაური-დამპიტაური, წავიდააა… “ქეთოს მზითევი”, – აუჰ, რა არის არა? ბატონო პრეზიდენტო? მაინც რა არის ეს მერაბიშვილ-ახალაიას ტანდემი, ინტელექტის რა “სიმაღლეებია”… საოცარია.. ეს ფროიდულ-ფრომული გმირები, – აფსუს, ერთი კარგი ფსიქოლოგი არაცნობიერს ამოწევდა ზემოთ და ეგრევე იტყოდა ამათ რა პრობლემებიც აქვთ შიგნით დაქვეყანაც დაისვენებდა. არა, მე კი ზუსტად ვიცი ამათი პრობლემები, მაგრამ ხომ იცით, ქართველები ცოტა სნობები ვართ – სად ის, ფრომი რომ იტყოდა, და სად – თაკო.

 

banner
წინა სტატიაში„თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია”- ქუცნაშვილი რ2-ს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილის ხროვას დოქსოპულოსავით დედები აღარ ჰყავთ