თაკო ჩარკვიანი: „დიდგორის ბრძოლა კი არა, ლავროვის ნასუფრალი არ ეღირსება ამ ქვეყანას თქვენს ხელში!“

„დიდგორის აღნიშვნა უხერხულია, ვინმეს არ ეწყინოსო? არა, მართლა? თუ მომესმა? აბა, რაააა, მიდი, „ძვირფასო ხელისუფლებავ“, რაც უფრო „მალე“ გამოშტერდები და ამოაფრქვევ „ სიბრძნეებს“, მით უფრო სწრაფად წახვალ, თორემ უკვე მგონია, რომ დიდგორის ბრძოლა კი არა, ლავროვის ნასუფრალი არ ეღირსება ამ ქვეყანას თქვენს ხელში!“ – ამის შესახებ პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ამასთან, აღნიშნავს: „ახლა რაღაც სიტყვა მომაგონდა, რა თქმა უნდა, ძველი, ქართული, ახლა არ დავწერ, ხელისუფლების ახალი სისულელისთვის და სიბრიყვისთვის შემოვინახავ – გამომადგება! ვ. ჩ. პ – ვაი, ჩვენს პატრონს!“

banner
წინა სტატიაში“ისლამურმა სახელმწიფომ” დედაქალაქი შეცვალა
შემდეგი სტატიაზღვაიას დასახლება შველას ითხოვს!