თაკო ჩარკვიანი: არჩევნების შედეგები სამწუხაროა, საშიში და ცოტა პატრონყმულიც

თაკო ჩარკვიანი:

charkviani-takoპუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას აქვეყნებს და წერს, რომ ორპარტიულობა, რომელიც, ფაქტობრივად 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მივიღეთ, ქვეყნის განვითარებისთვის საშიშია: “ყველაზე საშიში რამ ეს ორ პარტიულობაა -ამას იგრძნობს ქვეყანა ცოტა ხანში,სამწუხაროდ არ იზრუნა ხელისუფლებამ,რომ პოლიტიკური კულტურა ცოტა მაინც განვითარებულიყო. პირიქით,მივიღეთ ავტორიტარული შედეგი, რაც პროგრესულად მოაზროვნე (ყოველ შემთხვევაში პრეტენზია გვაქვს) ქვეყნისთვის უკან სვლაა. ეს იმის ბრალია,რომ ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაიგო ,თუ არ გაიგო, რომ ის არ არის ოპოზიციაში და რომ ხელისუფლებაშია და მხოლოდ “ნაც. მოძრაობასთან” ომის გამოცხადება, არ არის ქვეყნის სრულფასოვანი მართვა და სწორედ, ამიტომ ამ პოლიტიკური კულტურით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როგორი პოლიტიკური კამათის კულტურითაც (ფარული ჩანაწერები, ერთმანეთის ლანძღვა და არა ოპონირება) მოდიოდნენ ამ 4 წლის მანძილზე – ზუსტად ის მივიღეთ – “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” – სამწუხაროა, საშიში, ცოტა პატრონყმულიც” (სტილი დაცულია – რედ) – წერს თაკო ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშიტრამპს თანაპარტიელები მაკკეინი და შვარცნეგერი ხმას არ აძლევენ
შემდეგი სტატიაენმ-ს შეუძლია არ შევიდეს პარლამენტში, რის შემდეგაც ლეგიტიმაციის საკითხი დადგება