თაიმზ სქვერზე მომხდარი ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 19, 2017 01:21

თაიმზ სქვერზე  მომხდარი ინციდენტი არ იყო ტერორისტული აქტი

ნიუ იორკში, თაიმზ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტში მონაწილე მძღოლი მძღოლი დაკავებულია. უცხოური მედიის ცნობით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 26 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა.ქალაქის მერის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ ყოფილა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი დაკავებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, ის ორჯერ იყო დაკავებული ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 19, 2017 01:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics