„თაიმერს“ გალში მოკლული ცოლ-ქმრის ფოტო მიაწოდეს

 

“თაიმერს“ გალში მოკლული ცოლ-ქმრის ფოტო მიაწოდეს.
9 აპრილს, 19:30 საათზე, გალის რაიონში, სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ და ცოლ-ქმარი – სოფო და გია წურწუმიები მოკლეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით, გია წურწუმიას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გალში უთანხმოება მოუვიდა. მკვლელობის მოტივად თანხის გამოძალვა სახელდება. მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 9 აპრილს, საღამოს, 19:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით გალის მცხოვრები გია წურწუმია და მისი მეუღლე, სოფიკო შალამბერიძე ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. სიცოცხელთან შეუთავსებელი ჭრილობებისგან ორივე მათგანი გარდაიცვალა.
banner
წინა სტატიაშილავროვი სოხუმში ახალ საელჩოს გახსნის
შემდეგი სტატიატილერსონი: ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება