თაიმერმა ბირმაში დაკავებულების ფოტო მოიპოვა

ბირმაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ჯანჯღავა და ნარმანია

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ბირმაში, როდესაც ისინი მოპარული 90 000 დოლარის ოდენობის თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას აპირებდნენ. პოლიციის ცნობით ისინი ქალაქის აეროპორტში დააკავეს და მოპარული თანხა საცვლებში აღმოუჩინეს.

პოლიცია ეჭვობს, რომ მათ ფული 21 აპრილს მოიპარეს, როდესაც ვალუტის გადამცვლელი ფირმის ოფისში, მომუშავე თანამშრომელი აიძულეს, თანხის გადახურდავების მოტივით, მათთვის აღნიშნული თანხა გადაეცა და სანაცვლო თანხა არ დაუბრუნეს.

სამართალდამცავთა ცნობით, 51 წლის მალხაზ ნარმანია და 64 წლის რევაზ ჯანჯღავა ბირმაში ტურისტული ვიზებით იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: „სულ მთავრობაში არ იქნები და ოდესღაც მოგიწევს ხელისუფლებისთვის ბრძოლა!“
შემდეგი სტატიავანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ელოდება