„თაიმერი“ „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს

საინფორმაციო სააგენტო

საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდასაინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენისგენ გადაგმული ნაბიჯი კი არა, უკან, წარსულში დაბრუნებაა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლება მედიის იარაღით დამორჩილებას ცდილობდა, რისი მაგალითც არის ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „იმედის“ დარბევა. ამჟამინდელი მმართველობა კი მედიის გაკონტროლებას ე.წ. სამართლის გზით ცდილობს. ორივე შემთხვევაში, ყველაფერი ეს ცუდი მხოლოდ ამა თუ იმ მედიასაშუალებისთვის კი არა, ქვეყნის მომავლისთვის არის!
„თაიმერი“ მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი 2“-ს და აქვე, აცხადებს, რომ სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობისთვის არის საჭირო და აუცილებელი კრიტიკული მედიის არსებობა! ამასთან, არ გვაქვს ილუზია, რომ „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემით სამართლიანობა აღდგა. მით უმეტეს, მოვლენათა განვითარება გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ორ კერძო პირს შორის დავაზე არ გამოიტანა და ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება!

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმთავრობის დღევანდელი განცხადება არის ჩვენი დაცინვა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვის თავისუფლებისათვის საბრძოლველად „დაზიანებული ბრენდია