“თაღლითური გზით ამოღებული თანხები გადაერიცხება “ქართულ ოცნებას” და მოხმარდება არჩევნების გაყალბებას”

ლარის კურსის ხელოვნური და მკვეთრი რყევები დაკავშირებულია წინასაარჩევნოდ ხარკის აკრეფვასთან – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების და ბანკების ერთობლივი მაქინაციებით ხდება ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება, რითაც მოსახლეობა კვლავ ზარალდება, ხოლო ბანკებმა ამ მანიპულაციებით, ბოლო პერიოდში 300 მილიონამდე მოგება ნახეს.

“თაღლითური გზით ამოღებული თანხები გადაერიცხება “ქართულ ოცნებას” და მოხმარდება არჩევნების გაყალბებას. ამ დანაშაულებრივი სქემის სათავეში დგას ივანიშვილის “კოზა ნოსტრა” – “ქართუ ბანკი”. მივმართავთ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ივანიშვილს თავისი ოფშორული კომპანიებიდან გადმოიტანოს გადამალული სავალუტო რეზერვი, რათა შეჩერდეს ლარის მკვეთრი გაუფასურება. 8 ოქტომბრის შემდეგ, სავალუტო სპეკულაციებთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტია ჩაატარებს სპეციალურ გამოძიებას და დამნაშავეებს უკანასკნელ კაპიკებამდე დააბრუნებინებს მოპარულ თანხას დაზარალებული მოსახლეობისათვის”,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში დაახლოებით 12 000 მოქალაქის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული”
შემდეგი სტატიაგიორგი თაბუაშვილი: ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა ლარის რეყევები არ იყოს უეცარი