“ტესლას” დირექტორი კომპიუტერს თავში ჩაიდგამს

კომპანია “ტესლას” დირექტორმა ილონ მასკმა ახალი ფირმა Neuralink-ი დააარსა, რომლის მიზანია ისეთი ტექნლოგიის შემუშავება, რომელიც ადამიანის ტვინის კომპიუტერთან მიერთებას გახდის შესაძლებელს – ამის შესახებ ინფორმაცია თავდავიპრველად Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა, რომელიც მასკმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაადასტურა.
neural lace ტექნოლოგიის შექმნით ის ტვინში მცირეოდენი ელექტროდების იმპლანტაციას გეგმავს. მსგავს ტექნოლოგიას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, მაგალითად, ის ადამიანის მეხსიერებას გააუმჯობესებს, ასევე, გააუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის ხარჯზე – გამომგონებლები თვლიან.

მასკმა კომპანია საკუთარი ხარჯებით შექმნა, სადაც წამყვანი მეცნიერები მოიწვია. სპეციალისტებმა უკვე დაასახელეს დრო, ადამიანები როდის შეძლებენ ამდაგვარად აზრების გაცვლას. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პროექტზე მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში(video) გამომძიებლები ითხოვდნენ დაეწერათ რომ პრეტენზია ხანძართან დაკავშირებით არ ჰქონდათ-ზაზა ხატიაშვილი
შემდეგი სტატია(video)ქვეყანას ოლიგარქი “მინიგარქებით” მართავს – ლევან ხაბეიშვილი