ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს იცნობდა

დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი პირი გუშინ დააკავა. ბერძენიშვილი გვიან ღამით სახაზინო ადვოკატმა მოინახულა. ელდარ გვალია ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
„რას ედავება სპეცსამსახური ჩემთვის უცნობია, ვინაიდან ბრალი ანატოლის ჯერ არ წარდგენია. დაკავების საფუძველი სავარაუდოდ არის ის, რომ მას თურმე კავშირები ჰქონდა ტერორისტებთან. კონკრეტულად ვისთან არ ვიცით. იყენებს მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას. არ აღიარებს არანაირ კავშირს. მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით რამდენადაც მახსოვს ნაცნობობა დააკავშირა მხოლოდ და სხვებთან, მათ შორის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს,“ – განაცხადა ადვოკატმა ელდარ გვალიამ. ​
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად თურქეთში ჩავიდა. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
ბერძენიშვილი თბილისში დააკავეს. გამოძიება მას ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის დეპარტამენტში გიორგი ჭანტურიას მამის გამოკითხვა დაიწყო
შემდეგი სტატიასაია-მ ევროპულ სასამართლოში საჩივარი გააგზავნა