მიხეილ ჯანილიძე: ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგას ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, სამძიმარი გამუცხადა.

როგორც თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ აღინიშნა, რეგიონული უსაფრთხოება ახლა დარტყმების წინააღმდეგ, სამხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მოითხოვს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო თურქრეთი და აზერბაიჯანი ითანამშრომლებენ, რათა ტერორიზმი ერთიანი ძალებით დაამარცხონ.

„ტერორიზმი არის რეგიონის მსოფლიო მასშტაბის საფრთხე, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ და მაქსიმალურად მჭიდროთ ვითანამშრომლებთ, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს თბილისის განცხადებას, რომელიც გულისხმობს 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკუს, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ორივე მხრიდან არის შეურაცხმყოფელი, რომელსაც ვემიჯნები