“ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშისარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების უნებართვოდ მოჭრა შესაძლოა, დასჯადი გახდეს
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან