ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ “ ახალი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გაავრცელა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ “ ახალი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიცში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის ინტერვიუს ნაწილი გამოიყენა. ვიდეოში ნაჩვენებია დონალდ ტრამპის პლაკატი, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული. გამოსახულებას თან ახლავს ამერიკელი მილიარდერის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მედიისთვის მიცემული ინტერვიუს აუდიოჩანაწერი, სადაც ტრამპი ამბობს: “20 წლის წინ ბრიუსელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და უსაფრთხო ქალაქი იყო… ახლა ის საშინელებათა შოუდ იქცა.”

ამის შემდეგ ვიდეოში ნაჩვენები არიან ჯიჰადისტი მებრძოლები. ჩანაწერს თან ახლავს წარწერა – “ძმები აღდგნენ. დაამტკიცეთ თქვენი გამარჯვება!”

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშეხვედრა მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით