ტერორისტული საფრთხის გამო ჰოლანდიის საკონსული სტამბოლში დაიხურა

ტერორისტული საფრთხის გამო სტამბოლში ჰოლანდიის საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა და საკონსულო დროებით დაიხურა, – ნათქვამია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებაში.

სამინისტრომ ჰოლანდიის მოქალაქეებს ურჩია არ მიუახლოვდნენ საკონსულოს შენობას და თვალი ადევნონ ახალ ამბებს.

ჯერ უცნობია საკონსულოს დახურვის მიზეზის დეტალები.

გუშინ, უშიშროების წარმომადგენლების ცნობით, თურქეთ-სირიის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ 10 სავარაუდო მებრძოლი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3062 ლარია
შემდეგი სტატიააშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი ფილიპ მარკ ბრიდლავი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა