ტერორისტულ საქმიანობისთვის დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირისთვის სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. დაკავებული პირს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იმსჯელებს