ტერორისტებისგან ნიუ-იორკს მაფია დაიცავს…

ნიუ-იორკის 5 მაფიოზური დაჯგუფებიდან ერთ-ერთის გარდაცვლილი ლიდერის შვილმა, ჯოვანი გამბინომ იცის როგორ დაიცვას თავისი ქალაქი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორისტებისაგან, აცხადებს ამერიკული მედია…

ცოტა ხნის უკან, ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯოვანი გამბინომ განაცხადა, რომ მაფიას გაცილებით მეტი საშუალება აქვს ტერორისტებთან საბრძოლველად ვიდრე პოლიციას და სპეცსამსახურებს ნიუ-იორკში… და რომ საერთაშორისო ტერორიზმის ზრდამ და ,,ისლამური სახელმწიფოსაგან,, მომდინარე  საფრთხეებმა, მაფიას მისცა საშუალება პოზიტიური მხრიდან გამოიჩინოს თავი.

,,ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები და ამ ქალაქის სხვა მაცხოვრებლები არ დაზარალდნენ ტერორისტებისაგან და განსაკუთრებით ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრებისაგან,, აცხადებს მაფიის მომავალი ბოსი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპუტინმა აიათოლა ალი ჰომეინის უძველესი ყურანი აჩუქა…
შემდეგი სტატიადავით ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს