ტერორისტებისგან გამოქცეული მონაზონი მღვდლის მკვლელობის დეტალებს ყვება

დღეს, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მიერ საფრანგეთის ეკლესიაში განხორციელებულ დეტალებზე, მონაზონი ყვება – Reuters-ი წერს.
“მათ ის (მღვდელი-რედ) აიძულეს მუხლებზე დამდგარიყო, თუმცა, ის წინააღმდეგობას უწევდა. შემდეგ მოქმედება დაიწყეს, რასაც ისინი ვიდეოზე იღებდნენ. ეს არაბულ ენაზე შესრულებულ რიტუალს გავდა” – ამბობს მონაზონი.
შემთხვევა დილით მოხდა. დანებით შეიარაღებულმა მამაკაცებმა დილის წირვის დროს მძევლად აიყვანეს 5 ადამიანი, 84 წლის წინამძღვარი, ორი მონაზონი და ორი მორწმუნე.

შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი გამოცხადდა, რომელთაც ოპერაცია ჩაატარეს. შტურმის დროს ორივე ტერორისტი მოკლეს. ამასთანავე, ტერორისტებმა მღვდელს ყელი გამოჭრეს და მძევლები დაჭრეს. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაოზურგეთში პრემიერთან შესახვედრად ჩამოყვანილი ლანჩხუთელი პედაგოგები ავარიაში მოყვნენ