ტერორისტ კარლოს შაკალს საფრანგეთში მესამედ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა

საერთაშორისო ტერორისტ რამირეს სანტოსს, რომელიც ცნობილია როგორც კარლოს შაკალი, საფრანგეთმა სამუდამო პატიმრობა მესამედ მიუსაჯა ტერაქტისთვის, რომელიც მან 1974 წელს მოაწყო – BFMTV ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზუსტად ეს ადამიანი იღებს პირდაპირ პასუხისმგებლობას ორი ადამიანის სიკვდილისა და 34 ადამიანის დაჭრის გამო, რომელიც ერთ-ერთ აფთიაქში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მოხდა.
1997 წლიდან კარლოსს ორჯერ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა გასაჩივრების უფლების გარეშე ტერაქტების გამო, რომელიც მან 1982 და 1983 წლებში პარიზში და მარსელში მოაწყო. მაშინ ტერაქტებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ პუტინს ღვიძლი ძმა უწოდა
შემდეგი სტატიატრამპის პრეს-მდივანი კბილებში ჩარჩენილი სადილის ნარჩენის გამო სასაცილოდ აიგდეს