ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 16:22

ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს

გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი მეორე დღეა, შიმშილობს.

მოშიმშილეები დახმარების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ.

კერძოდ, ვეტერანები პარლამენტს სთხოვენ, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა კანონი და დროულად აღდგეს ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის სრულფასოვანი მუშაობა.

როგორც შიო კობიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ვეტერანები ასევე ითხოვენ, რომ მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე 600-ლარიანი პენსია დაენიშნოთ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე წერილობით პასუხს მიაწვდიან.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 16:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics