„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა,” – ილია ვერძაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ილია ვერძაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან სწორ რეაქციას ჰქონდა ადგილი.

როგორც ილია ვერძაძემ „რუსთავი 2″-ს განუცხადა, მსგავს მაპროვოცირებელ ქმედებებში ახალგაზრდები არავინ არ უნდა ჩართოს.

„ხელისუფლების მხრიდან სწორ და ადეკვატურ რეაგირებას ჰქონდა ადგილი, რაც დადასტურდა კიდეც სოციალურ ქსელებში გამოხმაურებით. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს დადასტურდა კიდეც. ისეთ ფაქტებს არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო მხრიდან, რამაც შეიძლება ვთქვათ, ჩიხში შეიყვანოს პროცესი. ჩვენი შვილები ასეთ მაპროვოცირებელ მოქმედებებში არ უნდა ჩართოს არავინ, ეს იქნება ჩვენი ოპონენტი ძალა, ეს იქნება კერძო პირი თუ სხვა. ვფიქრობ, რომ კომპლექსურად ჩვენ გავართვით თავი ამ პრობლემას, თუმცა ვერ ვიტყვი მოწინააღმდეგე მხრის მაპროვოცირებელ ელემენტებზე იგივეს,“ – განაცხადა ვერძაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ტერიტორიაზე იმდენი რაოდენობის ქვა არ იყო, რომელიც აქციის მონაწილეთა მხრიდან იქნა გამოყენებული.

„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა მაშხალები ყოფილიყო აქ იმდენი, რომელიც პირდაპირ დამიზნებით იყო მიმართული სამმართველოს მიმართულებით.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სპონტანურად დაწყებული აქცია, რომელიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაკავებულთა მშობლების პროტესტით და მათი მხარდამჭერებით, რომელიც პრაქტიკულად იყო მოგვარების სტადიაში, ლოგიკურად არ უნდა გადაზრდილიყო იმ ქმედებებში, რაშიც გადაიზარდა,“ – აცხადებს ილია ვერძაძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ბათუმის მოვლენები – ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა!
შემდეგი სტატიაგვარამია: სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი