ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ არ მოერიდება ტრამპს უთხრას, როცა ის არ იქნება მართალი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის რეპლიკებზე რეაგირების არ შეეშინდება, თუკი ჩათვლის, რომ ის არ არის მართალი, განსაკურებით კი, როცა საუბარი ქალთა უფლებებზე მიდგება.
მეი და ტრამპი ერთმანეთს 27 იანვარს ვაშინგტონში შეხვდებიან. ის გახდება პირველი ლიდერი, რომელსაც ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება.
ბრიტანელი პრემიერი იმედოვნებს, რომ ლონდონსა და ვაშინგტონს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოყალიბდება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიტრამპის დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნით პეტიცია შედგა
შემდეგი სტატიააშშ: ჯორჯიის შტატში უამინდობის გამო 11 ადამიანი გარდაიცვალა