ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის საქმის პროკურორი გიორგი დავითაშვილი ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გიორგი დავითაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ.
მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ბრალდებულები გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებენ.
პროკურორის ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალებულებს თანხას სთავაზობდნენ.
პროკურორი ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.