ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ზაქარია ქუცნაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშულებენ

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშულებენ. დღეს უნივერსიტეტის სენატის და აკადემიური საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

პროფესორ-მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ დეპუტატის განცხადება, რომელშიც ქუცნაშვილი ამბობდა, რომ არჩილ ფრანგიშვილის რექტორად მესამე ვადით არჩევა იყო უკანონო, არის პირდაპირი მცდელობა მოახდინოს გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წელს გამართულ რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნული შეფასდა, როგორც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგო ქმედება. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიგვაჩნია სასამართლოზე ზეწოლად, რაც არის უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან,“ – აცხადებენ პროფესორები.

არჩილ ფრანგიშვილის რექტორობასთან დაკავშირებულ საქმეზე პირველი სასამართლო მოსმენა ხუთ მაისს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს
შემდეგი სტატია(+ფოტო) შალვა რამიშვილი მისი და “იმედის” დირექტორის ვაიბერ მიმოწერას აქვეყნებს