ტექნიკური უნივერსიტეტი – გზა მომავლისკენ!

დღეს, 23 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-8 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2018 დაიწყო, რომელიც 24 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება. გამოფენაში, ტრადიციულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც მონაწილეობს.
წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოფენაზე სიახლეებით წარსდგა – უნივერსიტეტმა გამოფენაზე წარმოადგინა მომავალი არქიტექტორების, მშენებლების, ენერგეტიკოსების, ფიზიკოსებისა და ქიმიკოსების, სამთო გეოლოგებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტების უახლესი გამოგონებები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო, კავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო კრიმინალისტიკური ლაბორატორია, მედია ლაბორატორია. წელს გამოფენაზე პირველად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საინჟინრო აკადემიის მოსწავლეებმა და ახლადაკრედიტირებულმა „პროფესიული განათლების ცენტრმა“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.
„თაიმერი“ გთავაზობთ გამოფენის ამსახველ ფოტორეპორტჟს, რომელიც მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა.

banner
წინა სტატიაშივინ მოჰპარა სალხინოს რწმუნებულს მოჭრილი მორები? 
შემდეგი სტატიახალხს ფაროსანა აფორიაქებს, ჩინოვნიკებს კი ამდიდრებს