ტელეკომპანია “ტაბულა” განცხადებას ავრცელებს

tab“ტაბულა” მზად არის ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს

“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ტაბულამ მრავალგზის სცადა, მასთან ინტერვიუ ჩაეწერა. მას ვთავაზობდით როგორ ჟურნალ ტაბულას ფურცლებს, ასევე სატელევიზიო ეთერს. ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, მასთან ინტერვიუს თემები წინასწარ შეგვეთანხმებინა მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, რათა თავიდან აერიდებინა სიურპრიზები და მიგვეცა შესაძლებლობა, უკეთ მომზადებულიყო საზოგადოებისთვის და ჩვენთვის საინტერესო იმ თემებზე პასუხის გასაცემად, რომელთა თავიდან არიდების კომფორტიც მისთვის არაერთ ეთერში შეუქმნიათ.
მიუხედავად ამ არაერთი შეთავაზებისა, წლების განმავლობაში პასუხად მხოლოდ უარი, ან დუმილი მიგვიღია. ვეხმიანებით რა მის დღევანდელ სურვილს, რომ ტაბულას ეთერში გააკეთოს რეპლიკები, მოხარულები ვართ, დავუთმოთ მას პირდაპირი ეთერი გადაცემა თეორემას ფარგლებში, რომელიც ეთერში ყოველ ორშაბათ და ხუთშაბათ ღამით, 22:15 საათზე, გადის”-აღნიშნულია ტელეკომპანია “ტაბულა” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო” – იან კელი კორცხელის ინციდენტზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “ჩემში მასკულინობის დეფიციტმა შეაწუხა თუ ჩემი პენისის პარამეტრები არ აკმაყოფილებს”