ტელეკომპანია “იმედი” მზად არის, გაასაჯაროოს კვლევის საველე მონაცემები და ამისკენ მოუწოდებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-საც

ტელეკომპანია “იმედი” პარტიების რეიტინგების კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია “იმედი” მზად არის, გაასაჯაროოს კვლევის საველე მონაცემები და ამისკენ მოუწოდებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-საც.

“იმედის” დაკვეთით წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა GPM strategic solutions-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. ამ კვლევის გამოქვეყნებიდან ორ დღეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა “რუსთავი 2”-მა, რომელიც, “რუსთავი 2”-ის განცხადებით, GFK-მ ჩაატარა. კომპანიას ისევ არ მიუთითებია, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ვინაიდან “რუსთავი 2”-ის კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლიტიკური პარტიების ნაწილი უნდობლობას უცხადებს “იმედის” კვლევაასაც, ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ საველე მონაცემები. ასევე, მოვუწოდებთ “რუსთავი 2″-ს, საჯარო გახადოს იმ კვლევის ყველა საველე მონაცემი რომელიც მათ მიერ გამოცხადებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს დაედო საფუძვლად”,- ნათქვამია ტელეკომპანია “იმედის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ფოტოგრაფები პროკურატურაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც მოქალაქე