ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება

ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება.

ტელეკომპანიის ლიცენზიისა და წილების იძულებით ჩამორთმევის საქმის მორიგი სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა განაცხადა, რომ დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ნოტარიუსი ნუნუ გინტური, დიმიტრი ქიტოშვილი, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ასევე დაიკითხება “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი.

დღევანდელ პროცესზე კი, შესავალი სიტყვა მხოლოდ ბრალდების მხარემ წარმოთქვა, ხოლო დაცვამ შესავალი სიტყვისთვის პროცესის გადადება მოითხოვა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე უშუალოდ იყვნენ ჩართული და ორგანიზებას უწევდნენ ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის პროცესს. თუმცა, ადეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, რაზეც პროკურორი საუბრობს, მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არა – ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილი კი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: წინა წლებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია
შემდეგი სტატიასად წარადგენეს პაატა ბურჭულაძე სამეგრელოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს