“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

news
: news იანვარი 25, 2016 20:43

“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

მნიშვნელოვანი

  • "ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოსგან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

სხვა სტატიები

“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოსგან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბრის საღამოს ტელევიზიის მაუწყებლობა შეაჩერეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა, თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს ასახელებს, რაც ეკონომიური ან ტექნოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კადრების შემცირებას გულისხმობს.

ჟურნალისტების გათავისუფლებამდე, „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე იძულებით შვებულებაში გუშვეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

news
: news იანვარი 25, 2016 20:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics