ტეხასის მკვიდრს გველის მოკვეთილმა თავმა უკბინა

შხამიანმა გველმა მაშინაც შიძლება გიკბინოთ, როცა მას თავი მოჭრილი აქვს – ამაში ტეხასის მკვიდრი თავად დარწმუნდა – ამ უჩვეულო მოვლენაზე ჟურნალისტებს დაზარალებულის ცოლმა ჯენიფერ სატკლიფმა უამბო. მისი თქმით, ჯენიფერის ქმარი 27 მაისს ბაღში ბარვისას დიდი ზომის გველს გადააწყდა. მას დიდ ხანს არ უფიქრია და ბარით თავი წააცალა. როცა მამაკაცი დაიხარა გველის ნარჩენების გადასაგდებად, მოჭრილმა თავმა უკბინა. ამასთანავე, გამოუშვა ყველა შხამი, რაც ქონდა და არა მხოლოდ ნაწილი.

როგორც ჯენიფერი ყვება, მისმა ქმარმა მაშინათვე ცუდად იგრძნო თავი, მხედველობა დაკარგა და შინაგანი სისხლდენა დაეწყო. ერთი დღე და ღამე ექიმები ფიქრობდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. მას ორი-სამი შხამსაწინააღმდეგო დოზის ნაცვლად 26 დოზა გაუკეთეს.
ექიმების თქმით, მკვდარი შხამიანი გველი კბენის რეფლექსს თითქმის ერთი საათი ინარჩუნებს იმის მიუხედავად, რომ მას თავი მოჭრილი აქვს- “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“ემირატების” თვითმფრინავებს ილუმინატორი არ ექნება
შემდეგი სტატიასალმან რუშდი, ჯონათან ფრანზენი, მარგარეტ ეტვუდი და ათობით სხვა მწერალი პუტინს რეჟისორ სენცოვის განთავისუფლებას სთხოვენ