თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს.

“საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – განაცხადეს შსს-ში.

ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.

ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიშეერთებულ შტატებში ელვის პრესლის კუთვნილი ორი თვითმფრინავი აუქციონზეა წარდგენილი
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა საერთაშორისო მექანიზმებს სათანადოდ არ იყენებს