ტატუნაშვილის მკვლელობა – ციხელაშვილი არ აკონკრეტებს მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ქართველი ჯარისკაცისთვის ამოცლილი ორგანოების გადმოცემას

საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს,- ამის შესახებ განცხადება, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

მინისტრი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის მოთხოვნას ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ შეხვედრაზე.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე დაუბრუნეს, ამის გამო კი საქართველოში ცხედრის ექსპერტიზა ჭიანურდება.

„უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, დაინტერესება არის რომ ეს გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად ეფექტურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ზუსტი გარემოებები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის.

დაისმება ყველა ის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტერესს კერძოდ იმას, რომ გამოძიება ჩატარდეს ეფექტურად და გითხარით, რომ ყველა პლატფორმა გამოყენებული იქნება ამისთვის,“ – განაცხადა ციხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი – ვადამდე გათავისუფლების კომისიას ვეფხია ბაქრაძეზე იმის იდენტური დოკუმენტები ედო, რაც შეწყალების კომისიას
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – ვეფხია ბაქრაძემ პირველ ადგილობრივ საბჭოს ექვსჯერ მიმართა და ექვსივეჯერ უარი მიიღო