ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია – ინიციატივას ლიტვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილავს

“ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიის შექმნის ინიციატივას, ლიტვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილავს,-ეს განცხადება, ლინას ლინკევიჩუსმა„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად. უკვე გავაკეთეთ განცხადებები ცხინვალის საქმეზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მომხდარ ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭონ და შეცდომად ან გაუგებრობად შეაფასონ. ასე რომ მთავარია თვალი ვადევნოთ. ჩვენ კი ნებისმიერი დისკუსიისთვის მზად ვართ“- ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.

 

წყარო: “კურიერი”

banner
წინა სტატიაშითავდასხმა “რუსთავი 2-ზე” – დაშავებული ჟურნალისტი დავით ერაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება
შემდეგი სტატიაბათუმში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს