ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება. ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დაიწყო, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.

მე, რა თქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელს იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.
მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ“, – ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეფექტურია თუ არა სამთავრობო ცვლილებები ამის ინდიკატორი ბიუჯეტში მკაფიოდ შემცირებული ხარჯების წარმოდგენა იქნება-უგულავა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ის გავიგე, რომ გახარია ახალი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური ცენტრი ხდება კალაძის საპირწონედ