თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ-აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური.
“უმაღლესი თანამდებობის პირები ერთი ისინი, რომლებიც იკავებდნენ ან იკავებენ და მეორე ისინი, ვისაც პრეტენზია აქვს მომავალში დაიკავოს. ამათზე თუ არსებობს ასეთიმაკომპრომიტირებელი მასალა, მიუხედავად იმისა, როგორი წარმომავლობით გახდა ეს ცნობილი, კანონიერი თუ უკანონო გზით, ასეთი მასალა თუ არსებობს, ალბათ უნდა დატოვოს” განაცხადა მეჭიაურმა.