ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ტაივანზე მიწისძვრის მსხვერპლი 26-მდე გაიზარდა

სამხრეთ ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა – ამის შესახებ დღეს, 7 თებერვალს “ასოსეითედ პრესი” წერს.
ასზე მეტი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და დაკარგულად ითვლება. 170-ზე მეტი ადამიანი კომპლექს “ოქროს დრაკონის” ნანგრევებიდან იქნა ამოყვანილი.
ტაივანში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ დილით ადრე მოხდა. მისი ეპიდცემტრი ტაინანიდან 43 კილომეტრში დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისძვრის ეპიდცენტრი 23 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე მსჯელობა, თუ რატომ დაინგრა 17 სართულიანი სახლი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, კომპლექსი არ იყო ხარისხიანად აშენებული.

banner
წინა სტატიაშიეკვადორის პრეზიდენტმა ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა
შემდეგი სტატიავიმპელკომთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფომრაცია დაადასტურეს კავკაზუს ონლაინში