ტაივანში პოლიტიკოსის დაკრძალვაზე 50 სტრიპტიზის მოცეკვავე იყო მოწვეული

ტაივანში, პოლიტიკოსის დასაფლავებაზე მოწვეული სტრიპტიზის 50 მოცეკვავე ჩინეთის სოციალურ ქსელებში მსჯელობის საგანი გახდა.
გუშინ ქალაქ ჩიაიში, გასულ თვეს გარდაცვლილ პოლიტიკოსის ტუნგ სიანას დასაფლავება იყო. პროცესიაში მოცეკვავეები ჯიპებზე იდგნენ და ცეკვავდენენ.
გარდაცვლილის ოჯახმა განმარტა, რომ სიანი სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო და სიამოვნების მიღება უყვარდა.

პროცესიაზე ჯიპებიდან ხმამაღალი მუსიკა ისმოდა, მანქანების უკან სასულიერო ორკესტრი სპეციალურ საცეკვავო მუსიკას უკრავდა. მოწვეულ მსახიობებს ღმერთების და გიგანტური თოჯინების სპეციალური კოსტიუმები ეცვათ.

ტუნგ სიანი უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე აქტიურ პოლიტიკაში იყო, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კი, ადგილობრივ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ის ტაივანში ერთ-ერთ პოპულარულ ფიგურად ითვლებოდა.
სიანი 76 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიერაყელმა სამხედროებმა მოსული “ისლამური სახელმწიფოსგან” გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიატრამპი: მექსიკა საზღვარზე კედლისთვის მოგვიანებით გადაიხდის